|
2022-08-25 16:11:21, 2385 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთმა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაგზავნა
ესპანეთმა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამხედრო დახმარების ტვირთი მოიცავს დაახლოებით 20 ჯავშანმანქანას, 75 პალეტს საბრძოლო მასალის საველე არტილერიისთვის და სრულ საზენიტო ბატარეას, ასევე 1000 ტონა დიზელს, რომლის ღირებულება 2,5 მილიონი ევროა. უკრაინის ხელისუფლების განკარგულებაში უკვე არის როგორც ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალა. გარდა იარაღისა, "გადაუდებელი მოთხოვნით" მომზადდა 30 000 ერთეული სამხედრო ფორმა ზამთრისთვის, 15 600 პიჯაკი, 15 000 კოსტიუმი და რამდენიმე ათასი ერთეული დამატებითი ტანსაცმელი. მიწოდება სექტემბერშია დაგეგმილი. უკრაინის ელჩმა ესპანეთში სერხიი პოგორელცევმა კი აღნიშნა, რომ კიევი ყველაზე მეტად დაინტერესებულია 155 მმ-იანი ჰაუბიცებისა და 122 მმ-იანი ნაღმტყორცნების მიწოდებით, რის შესახებაც მან ესპანეთის მთავრობას უკვე აცნობა. „პროცესი იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუცხადა, რომელშიც NASAMS-ის გარდა, HIMARS MLRS-ის საბრძოლო მასალაც იქნება.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)