|
2022-08-18 19:03:27, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სარდლობა - 18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს
18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს. - ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა. მისივე თქმით, მიღწევის ზონაში სარაკეტო დარტყმისა და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ აქტუალურია. "18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს, მიღწევის ზონაში სარაკეტო დარტყმისა და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ აქტუალურია, სანაპირო წყლები სახიფათოა ცურვისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)