|
2022-08-18 18:08:40, 1672 ნახვა
ომი უკრაინაში
ლვოვში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ლვოვში შეხვდნენ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,ზელენსკი თავის კოლეგასა და თურქეთის დელეგაციას პოტოცკის სასახლის ვერანდაზე შეხვდა. ამის შემდეგ სახელმწიფოთა ლიდერებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ლვოვში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც ჩავიდა , რომელთანაც პრეზიდენტები სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. გარდა ამისა, ერდოღანის დელეგაციის უკრაინაში დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი ალაკარამ უკვე გამართა მოლაპარაკებები უკრაინელ კოლეგა ალექსეი რეზნიკოვთან. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია უკრაინაში. თურქეთის პრეზიდენტი დღეს ლვოვში ზელენსკის მიწვევით ჩავიდა. უკრაინაში ომის დასრულების გზაზე მოლაპარაკებების უკვე ცნობილი თემის გარდა, ერდოღანი ზელენსკისთან თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე შეაფასებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)