|
2022-08-16 15:54:17, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - ყირიმში, გვარდეისკოეს სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმები, როგორც ჩანს, ესკალაციას განიცდის. პირველი აფეთქება , ჯანკოის მახლობლად, საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და რკინიგზის სადგური დაზიანდა. . მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ცნობები სიმოფეროპოლში, გვარდეისკოეს სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. "ყირიმში , სოფელ გვარდეისკოეს სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების ხმა ისმის და შავი კვამლი ჩანს. შესაძლოა საბრძოლო მასალის საცავზე თავდასხმა მოხდა"- იტყობინება რუსული მედია. უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს დგანან თუ არა ქვეყნის შეიარაღებული ძალები ამ თავდასხმების უკან. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის უფროსი, ანდრეი ერმაკი, მიანიშნებს, რომ ოპერაცია „დემილიტარიზაცია“ შეიარაღებული ძალების სტილში გაგრძელდება უკრაინის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმებს "დივერსიულ აქტს" უწოდებს:
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)