|
2022-08-16 14:39:18, 1709 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 19 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა
უკრაინამ 19 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცხედრების დაბრუნების ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა. „მორიგი ოპერაცია ჩატარდა გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასაყვანად. უკრაინამ კიდევ 19 დამცველის ცხედარი დააბრუნა. ოპერაცია ჩატარდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით”,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 ივნისს ცნობილი გახდა დაღუპული ჯარისკაცების პირველი ოფიციალურად დადასტურებული გაცვლის შესახებ რუსულ მხარესთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. უკრაინამ მაშინ სულ 320 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომელთა გაცვლა მის საჯაროდ გამოცხადებამდე ორი დღით ადრე განხორციელდა. ოპერაცია თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებები ახორციელებდნენ. ამასთან, 9 აგვისტოს,, უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარის დააბრუნება შეძლო.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)