|
2022-07-03 11:46:09, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო ბაზას 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს
ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინელი სამხედროები რუსეთის სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. „დღეს ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რაშისტების 4 სამხედრო ბაზიდან ერთ-ერთი გამოიყვანეს. მათ 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს ექსკლუზიურად რუსეთის სამხედრო ბაზას“, - განაცხადა მან. როგორც მერმა აღნიშნა, ასევე 2 ივლისს, წინააღმდეგობის ძალების წყალობით, რუსული ჯავშანტექნიკის საბრძოლო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. „ახლა ოკუპანტები ცდილობენ მოახდინონ პროვოკაციები, რომ მოხდა მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვა, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ურბანული ინფრასტრუქტურა. ასე არ მოხდა! უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინული სახელმწიფოებრიობა მელიტოპოლს დაუბრუნდეს. ოკუპანტებს შეუძლიათ გაიქცნენ ჩვენი ქალაქიდან“, - აღნიშნა ფედოროვმა. მანამდე მედია წერდა, რომ წუხელ ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი დარტყმა მიაყენეს ადგილობრივი აეროდრომის ტერიტორიას , სადაც მტრის ჯარები არიან განლაგებული. უკრაინის გენერალურ შტაბში ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)