12:55 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 10:35:35, 1253 ნახვა

ომი უკრაინაში
იაპონია უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

უკრაინა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს იაპონიიდან, საუბარია 100 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ Japan Today იტყობინება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, 100 მილიონი დოლარი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებლის ასაშენებლად მოხმარდება.

გარდა ამისა, კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის შენახვის შესაძლებლობების გაფართოებაში. კერძოდ, დასავლეთ უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში დროებითი მარცვლები აშენდება.

ცნობისთვის, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ განაცხადა, რომ  რუსეთმა უკვე გაიტანა მინიმუმ 400 000 ტონა მარცვლეული ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან.

თურქეთმა შესთავაზა დახმარება შავი ზღვის განბლოკვაში და მარცვლეულის ნაწილის გატანა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტისთვის, მაგრამ შავ ზღვაში დერეფნის ორგანიზებას და გაშვებას  შესაძლოა სამი-ოთხი კვირა დასჭირდეს. გარდა ამისა, სტამბოლი მზადაა გამართოს თურქეთი-უკრაინა-რუსეთი-გაერო-ს შეხვედრა მარცვლეულის ტრანსპორტირების მეთოდის განსახილველად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics