12:57 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 10:19:16, 1337 ნახვა

ომი უკრაინაში
„თითქმის ყველა ხელებისა და ფეხების გარეშეა“ - როგორია ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის მცველების მდგომარეობა

"აზოვის" 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინსკიმ ისაუბრა უკრაინელი მებრძოლების მდგომარეობაზე, რომლებიც სახლში 29 ივნისს დაბრუნდნენ.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცების 99%-მა დაკარგა კიდურები.

აზოვსტალის დამცველთა ოჯახების ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, გათავისუფლებული ჯარისკაცები საშინელ მდგომარეობაში არიან. თუმცა ბედნიერები არიან, რომ რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნება შეძლეს.

ზოგიერთ "აზოვსტალს", აღნიშნა ვოლინსკის დამ, არც ესმის და ვერც ხედავს. ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება.

"თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს, მაგრამ უხარიათ. ზოგი ბიჭი ცრემლიანი თვალებით ლაპარაკობს, ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა აზოვსტალის მცველის დამ.

მცველის დამ აღნიშნა, რომ მას და "აზოველების" სხვა ნათესავებს უხარიათ რამდენიმე დამცველის გათავისუფლება, რადგან ისინი ყველა გმირები არიან.

”ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახლში დაბრუნდეს”, - დასძინა ხარკომ. 

29 ივნისს რუსეთის ფედერაციასთან პატიმართა ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა . შინ დაბრუნდა 144 მცველი, მათ შორის 95 აზოვსტალის  დამცველი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics