|
2022-02-12 20:56:47, 889 ნახვა
მსოფლიო
KLM -მა უკრაინის მიმართულებით ფრენები შეწყვეტა
ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM უკრაინის მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან შემოჭრის საფრთხის გამო მიიღო. - ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. კომპანიის რეისი, რომელიც 12 თებერვალს იყო დაგეგმილი, გაუქმდა. ”ეს გადაწყვეტილება მიჰყვება შესწორებულ წითელ მოგზაურობის რჩევებს და უსაფრთხოების ვრცელ ანალიზს,” - თქვა KLM-ის წარმომადგენელმა. მან დასძინა, რომ „ჯერ უცნობია“ როდის განაახლებს კომპანია უკრაინაში ფრენებს. KLM-ის წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, რომ 2014 წელს კომპანიამ შეწყვიტა ფრენები ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. 12 თებერვალს, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინას საფრთხის „წითელი“ დონე მიანიჭა და მის მოქალაქეებს ურჩია, „რაც შეიძლება მალე“ დაეტოვებინათ ქვეყანა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დიპლომატებისა და სამხედრო ოფიციალური პირების შეერთებულმა შტატებმა ბევრი დეტალი მიაწოდა, საიდუმლო ბრიფინგებთან დაკავშირებით. საიდუმლო ბრიფინგებში, აღწერილი იყო რუსული არმიის შეჭრის გზები და დეტალები, ასევე იფორმაცია ცალკეული რუსული ქვედანაყოფების ამოცანების შესახებ. შემოსევის დაწყების შესაძლო თარიღად 16 თებერვალი იყო მითითებული. ბერლინმა არ იცის, რა ინფორმაციას ეფუძნება აშშ-ის სასწრაფო გაფრთხილება. თუმცა აღინიშნა, რომ აშშ-ს ანგარიშები იყო დეტალური და მრავალი წყაროს მიერ მხარდაჭერილი, წერს Spiegel. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეტევის გარდაუვალობის შეფასება და პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, ინსაიდერები ასევე თვლიან, რომ შესაძლებელია აშშ-მა მიზანმიმართულად გაავრცელა ინფორმაცია რუსული თავდასხმის გეგმების ჩაშლის მიზნით.
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)