|
2021-12-22 17:18:59, 645 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას გაეცნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ვლადიმერ ხუნდაძემ და ლევან წითელაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცლეებს. უწყების ცნობით,შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის ცვლილებები, რომლებიც ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საბაჟო კანონმდებლობაში შევიდა. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ. კერძოდ, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო. „როგორც ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ონლაინ შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე სრულყოფილი პასუხი იქნეს მიღებული. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერმა შოთა კომლაძემ და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ინიციატივისათვის და აქტიური კომუნიკაციისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ონლაინ შეხვედრაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს და ბიზნესასოციაციის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსმა ნოდარ კაკრიაშვილმა.“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)