|
2021-12-22 17:17:29, 930 ნახვა
ეკონომიკა
ბოლნისის ახალი მუზეუმი ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022"-ის ფინალურ ნომინანტად დასახელდა
ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის ახალ მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და საყდრისის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ. დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებს ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერებინა და კონკურსის მნიშვნელობასა და ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაზე დეტალურად ისაუბრა. ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)