|
2021-12-16 23:32:21, 911 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები
„მინდა, გულწრფელი სინანული გამოვთქვა იმ გარემოების გამო, რომ სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები", - ასე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტართა კითხვებზე პასუხების გაცემა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იუწყება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეხება არამარტო დღევანდელ სხდომაზე მის გამოსვლას, არამედ გუშინ უმთავრესი ეკონომიკური დოკუმენტის, ბიუჯეტის დამტკიცებას, დღეს დილიდან კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას. „როდესაც თითქოს ყველას გული შესტკივა, რა ხდება ინფლაციასთან, ფასებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბევრი თავს არ იწუხებს, რომ ელემენტარულად, მოემზადოს და დასვას პროფესიული შეკითხვები. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კითხვები დამისვა. მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ჩემთვის კითხვები პათოსი თუ შინაარსი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები, რომ ამ დარბაზში მიმდინარეობდეს საქმიანი დისკუსია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)