|
2021-12-16 20:59:28, 638 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები"
„მინდა, გულწრფელი სინანული გამოვთქვა იმ გარემოების გამო, რომ სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები", - ასე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტართა კითხვებზე პასუხების გაცემა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეხება არამარტო დღევანდელ სხდომაზე მის გამოსვლას, არამედ გუშინ უმთავრესი ეკონომიკური დოკუმენტის, ბიუჯეტის დამტკიცებას, დღეს დილიდან კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას. „როდესაც თითქოს ყველას გული შესტკივა, რა ხდება ინფლაციასთან, ფასებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბევრი თავს არ იწუხებს, რომ ელემენტარულად, მოემზადოს და დასვას პროფესიული შეკითხვები. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კითხვები დამისვა. მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ჩემთვის კითხვები პათოსი თუ შინაარსი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები, რომ ამ დარბაზში მიმდინარეობდეს საქმიანი დისკუსია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)