|
2021-12-16 17:44:27, 612 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათი"-ს ფორმატში მოხსენებისას ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ნათია თურნავას შეფასებით, პოტენციურად ეს არის არანაკლები მნიშვნელობის პროექტი, ვიდრე თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო. „ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული და არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1000 მგვტ-ის სიმძლავრის მქონე კაბელი რუმინეთის ტერიტორიაზე დაუკავშირდება აღმოსავლეთ ბალკანების სანაპიროს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)