|
2021-12-09 14:01:11, 676 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - რევოლუია რომ ვერ გამოსდით, შემდგომ არ ხდება შერიგებაზე საუბარი
რევოლუია რომ ვერ გამოსდით, შემდგომ არ ხდება შერიგებაზე საუბარი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ინიციატივას, საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით. ოხანაშვილის თქმით, თუ ვინმეს შერიგებაზე სურდა საუბარი, მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, მსხერპლისთვისა და დაზარალებულებისთვის, რომლებსაც ბოდიშსაც კი არ უხდიან. „ნიკანორ მელიას ვერ დააკავებდნენ, მიხეილ სააკაშვილს ვერ დააკაებდნენ, მაგრამ აღსრულდა კანონი და გამოჩნდა, ვინ არის მხდალი და ვინ ასრულებს საქართველოში კანონებს. აი, ამ სცენარის ავტორებს სურთ ახლა გვესაუბრონ შერიგებაზე, თუ ვინმეს სურდა შერიგებაზე საუბარი, ამ ფორმით არ ხდება. დანაშაულის ჩადენის გზით საქართველოში ჩამოსვლა და რევოლუცია რომ არ გამოსდით, შემდეგ არ ხდება შერიგებაზე საუბარი პირიქით, თუ ვინმეს რაიმე შერიგებაზე სურდა საუბარი პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, იმ 100 ათასობით მსხვერპლისთი და დაზარალებულებისთვის, რომელსაც ბოდიშსაც კი არ უხდიან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)