09:56 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 11:06:51, 891 ნახვა

სამართალი
რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 

როგორც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, თანამშრომლობენ მერიასთან, პროკურატურასთან და ელოდებიან საპროცესო შეთანხმებას.

„განცდა ძალიან დიდ მაქვს. ერთი მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად.

ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები. ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად, საპროცესო გარიგებას ველოდებით“, - განაცხადა კერვალიშვილმა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. ის „ცენტრ პოინტის“  ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ არის ცნობილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics