15:07 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 16:51:53, 708 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება.

ამის შესახებ Anadolu წერს.

„მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და ამერიკის საუკუნეები იყო. შესაბამისად, დღეს ყველა მონაცემი იმაზე მიანიშნებს, რომ 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში თურქეთსა და აზიას შორის კავშირი კვლავ გრძელდება.

„პანდემიის პერიოდში ჩვენ მხარს ვუჭერთ აზიის 33 ქვეყანას და ვაქცინაციისთვის სამედიცინო მასალები შევიძინეთ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics