|
2020-09-24 13:21:14, 701 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ირანის ორ მოქალაქეს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობისთვის 7 წლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ჰ.მ. და მ.შ. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორს თ.მ.-ს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელჩანთა გასტაცეს. სამართალდამცველებმა ჰ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს მ.შ.-ს, ვინაიდან ის ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჰ.მ.-ს 7 წლით, ხოლო მ.შ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)