18:55 - 20 Oct, 2020
2020-09-16 11:53:23, 399 ნახვა

საზოგადოება
„ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში“- ვებინარი ეკოლიდერებისთვის

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ეკოლიდერებისთვის” და  გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის  ვებინარი “ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში” ჩატარდა.  2020 წელს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე ვენის კონვენციის 35 წლის იუბილეს და ოზონის შრის დაცვის 35-წლიან საერთაშორისო თანამშრომლობას და მიღწეულ წარმატებებს მიეძღვნა.

დისტანციური შეხვედრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. 

ვებინარზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ვრცლად ისაუბრა ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსზე და ოზონის შრის დაცვისა და აღდგენის  წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე. მომხსენებელმა აუდიტორიას მსოფლიოსა და საქართველოში ოზონის შრის დასაცავად განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებები გააცნო და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახალგაზრდებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ვებინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის” ორგანიზებით ჩატარდა.

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და  ეს დღე მსოფლიოს 197 ქვეყანაში აღინიშნება. წელს, ოზონის დაცვის საერთაშორისო  დღე აღნიშნავს მონრეალის ოქმის შექმნის 35-ე წელს. ეს დღე მთელ მსოფლიოს შეგვახსენებს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ზრუნვა ოზონის შრის დასაცავად ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის.

1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ. ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ამ ვალდებულების შესრულებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

,,პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics