|
2020-06-02 20:06:10, 2944 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ევროკავშირის ელჩებისგან დავინახეთ დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურისტული კავშირები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო. ონლაინ კონფერენციაზე ნათია თურნავამ ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მის მიმდინარეობაზე, ასევე სამთავრობო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას, მათ შორის, ახალ საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად. აგრეთვე საქართველოს მზადყოფნაზე, პირველი ივლისიდან უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს და მათ უსაფრთხო დასვენება შესთავაზოს. ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე. „მე მადლობა გადავუხადე მათ გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი რეფორმების, ასევე პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების კუთხით. გავაცანი ევროკავშირის ელჩებს ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც კრიზისის შერბილებისკენაა მიმართული, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორ დავუჭერთ მხარს ეკონომიკას პოსტკრიზისულ პერიოდში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ კონფერენციის დასრულების შემდეგ. ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე. „ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ, პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში,“ – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ელჩები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)