|
2020-05-19 14:56:57, 1382 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე - 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვით ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება
„2020 წლის 1 მაისიდან, 6 თვით, ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება“, - ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის, კერძოდ იმ კომპანიებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს. კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს მოუწოდებს შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვის. რაც შეეხება ამ შეღავათების შედეგად ბიუჯეტში 250 მილიონიან დანაკლისს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ამ თანხის დაბალანსების შესაძლებლობა გვექნება. „ხდება გარკვეული სოციალური რისკების გადაზღვევა. გარდა საშემოსავლო გადასახადისა, შეღავათებია დღგ-ს კუთხით, არენდისა და ლიზინგის ნაწილში. რაც მნიშვნელოვანია და წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტი მხარს უჭერს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)