21:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა.

 

ბალხის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩატარდა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბალხის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის სამხედროებმა   მოტორიზებული საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს. 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 238 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული აღჭურვილობით მომარაგდება

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი. უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.

საქართველოს ავღანეთში ახალი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი უფროსი წარმომადგენელი ჰყავს. პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ შეცვალა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართული ჟავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მომარაგდება

„დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. 

ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება - „დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა" დასრულდა
დავით ბაქრაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და SIDA-ს წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლიტიკის ხელმძღვანელს  სესილია ბიორნერს, კრისტიან ლინდვალსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელს ევა გიბსონ სმედბერგს შეხვდა.

სექტემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონები ისწავლიან

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება.

 

თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი ფსიქოლოგები ეწვივნენ

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელშეწყობით თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების მაიორი, ლიცენზირებული ფსიქოლოგი ჯოელ ფოსტერი და მაიორი, კლინიკური ფსიქოლოგი დევიდ თუბმენი ეწვივნენ.

საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ნატო-ს მაღალჩინოსნებს უმასპინძლა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნატო-ს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის სამხედროები ეწვივნენ.

ამერიკელი ჟურნალისტები ქართველ კაპრალზე რეპორტაჟს ამზადებენ

საქართველოს თავდაცვის უწყებას ამერიკული ტელეარხის ESPN-ის ჟურნალისტები ეწვივნენ. ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის კაპრალ გულადი თოდუაზე რეპორტაჟს ამზადებენ. კაპრალი 2016 წლის „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო და საგანმანათლებლო ცენტრების გამოფენა გაიხსნა

საქართველო ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო და საგანმანათლებლო ცენტრების გამოფენა გაიხსნა.

კადეტები ქედის რაიონის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა ქედის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდებს ლიცეუმის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა

ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა ეროვნულ სასწავლო ცენტრში განთავსებული ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა.

ქართული არტილერიის 24 წლის იუბილე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა

5 მარტი ქართული არტილერიის დღეა. 24 წლის იუბილე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics