ამერიკის შეერთებული შტატები მაისში საქართველოში სამხედრო წვრთნებს გეგმავს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბისთვის ახლადდანიშნული სარდლის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სენაკიდან ქუთაისში გადაინაცვლა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს.
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი - ლიდერი“ გაიმართა.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალშვილიან სამხედრო ოჯახს ესტუმრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ოისთაინ ბოს შეხვდა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა.
კოჯორში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა 1921 წლის თებერვალში თბილისის დასაცავად გამართული სამხედრო შეტაკებების შესახებ ლექცია მოისმინეს და საბრძოლო მოქმედებების თეატრი დაათვალიერეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More