06:33 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 15:59:07, 1163 ნახვა

სამხედრო
IV მექანიზირებულ ბრიგადას 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელს ატარებს, რომელიც, სწორედ, IV მექანიზირებულ ბრიგადაში მსახურობდა.

ვაზიანში მოსწავლეების სტუმრობა ვახტანგ გზირიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა. ბრიგადის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სამხედრო საკითხებზე გაესაუბრნენ.

ღონისძიება პროექტის - „ერთი დღე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ფარგლებში განხორციელდა.

ვახტანგ გზირიშვილი ცხინვალის რეგიონში იბრძოდა, იგი 8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. დღეს, 23 აპრილს ვახტანგს 28 წელი შეუსრულდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics