ოფიციალურ კრემლში Fox News-ის ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.
რამდენიმე დღის წინ, რომის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, სადაც რომის პაპი ფრანცისკე მკაცრადაა გაკრიტიკებული.
„ეროვნული ფრონტის“ ლიდერის და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენის განცხადებით, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს ევროკავშირიდან და ნატო-დან გამოიყვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.
ამერიკის კონგრესში დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელი, ნენსი პელოსი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობები შემოწმდეს,-ამის შესახებ ნენსი პელოსმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მაისში შეხვდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთში, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 763-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.
მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მინისტრის პოსტზე, რომელზეც ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა, უარი განაცხადა, - ამის შესახებ USA Today იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგება, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია „კოკა-კოლას“ თხოვნით მიმართავს, მექსიკისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში მისი პროდუქციის წარმოება შეაჩეროს, ან მინიმუმამდე შეამციროს, - ამის შესახებ პორტალი Denuncia leaks იუწყება
ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2 მოზარდს ხელები მოაჭრეს, - ამის შესახებ Iraqi News იუწყება.
სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გახდა.
საერთაშორისო სოციოლოგიური ცენტრის Ipsos-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 49% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს.
CNN -ის მაყურებლები პირდაპირ ეთერში თეთრი სახლის წარმომადგენლებს ვეღარ იხილავენ. ტრამპის ადმინისტრაციამ ტელეკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, - ამის შესახებ მედია საშუალება თეთრი სახლის პრესმდივანზე, შონ სპაისერზე დაყრდნობიტ იუწყება.
სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და თვითმკვლელობით იმუქრება,- ამის შესახებ Daily Mail-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More