სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთები ზე დღეიდან დაზღვევასთან ერთად იყიდება. ბილეთების დაზღვევას მომხმარებელს ”თიბისი დაზღვევა” ექსკლუზიურად სთავაზობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესმრულებელმა, დავით გუნაშვილმა გახსნა.
ორი შვილის დედას, 35 წლის ნანა ჩხარტიშვილს ძვლის ტვინის სასწრაფო გადანერგვა სჭირდება. დახმარებას მისი მეუღლე, პაატა ჩხარტიშვილი ითხოვს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More