15:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 14:43:23, 1408 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღები გადაეცა

144-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში,  საცხოვრებელი ბინები მიიღო.

უწყების პრესამსსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორის მოადგილემ დავით კოდუამ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

2 თორმეტსართულიან კორპუსში არსებული ბინებიდან  72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 კი სამოთახიანია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics