18:19 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს - „მზად ვართ ექსპერტიზისთვის“

პატრიარქის მდივნის დეკონოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს.

DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით,  ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.  

პრემიერი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 23 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წლის იუბილეს ულოცავს. 

ხიდაშელი: ამ ქვეყანაში ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ უძლებს ერთზე მეტ ხელისუფლებას და ამ კონსტიტუციასაც შანსი არ აქვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ახალ კონსტიტუციას მომავალი არ აქვს. 

„დემოკრატიული ინიციატივა“ პროკურატურას მოუწოდებს, შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს მის მიმართ განხორციელებულ წამების, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტთან დააკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, - ამის შესახევ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მეუფე თეოდორე: ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, გველეშაპები ვართ და ვცდილობთ, მამა გიორგი დავახრჩოთ

სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, რომლებსაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ მეუფე თეოდორე ჭუაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის აუდიოჩანაწერიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

პატრიარქი დეკანოზის ძმას: რატომ ამბობთ, რომ მამა გიორგი ჩემთან ღამე რჩებოდა, უნდა გეშინოდეთ ღმერთის, როცა ამას ლაპარაკობთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

დღეიდან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართვლოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი ცხადდება.

პატრიარქი დეკანოზზე: ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ მამა გიორგი დააპატიმრეს

„ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პირველად საქართველოში - საიმონ ვესტის მასტერკლასი სტრატეგიულ კომუნიკაციებში
ომბუდსმენი პაკელიანის საქმეზე: ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება

„სამწუხაროდ, ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება“,-ასე გამოეხმაურა სანხალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შოთა პაკელიანის საქმეს. 

პატრიარქი დეკანოზის ოჯახს: დარწმუნებული ვარ, ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

სამეგრელოში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“  სენაკის მუნიციპალიტეტში,  ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის   50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია  დაასრულა.   

 

თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს, რომელიც თავს დევნილთა სამინისტროს თანამშრომლად ასაღებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მინდია ს. დააკავეს.

დავით სერგეენკო, აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანს ტომას პრაისს შეხვდა

დავით სერგეენკო, აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანს ტომას პრაისს შეხვდა 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics