2017-06-23 11:16:45, 3655 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზობთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა. საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან