2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
ახალი ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა.
დღეს, ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება გამოიწვია, თავისთავად, ეს ჩვენს ვალუტაზეც აისახა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირველ ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც 25-26 ივნისს, პეკინში იმართება.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმო "ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა.
სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ–ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო - ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
არქი ჯგუფი ახალ მასშტაბურ მშენებლობას ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში - მუსხელიშვილის ქუჩაზე, შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ იწყებს.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
გაორმაგებული ზარები ცხელ ხაზზე, 67 %-ით გაზრდილი განაცხადების რაოდენობა, ბიზნესპარტნიორობის უამრავი ახალი შესაძლებლობა და ძალიან, ძალიან ბევრი დადებითი შეფასება - „ტერაბანკი“ მუშაობის პირველ თვეს აჯამებს.
კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More