სოფელ უშაფათში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილის წარმოებას ახორციელებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის იმედი“ წევრებს შეხვდნენ და კოოპერატივის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.