11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 15:36:27, 2336 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იან კელი: ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე პარტნიორები ვართ

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს“, - ამის  შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენ ვზეიმობთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. მე მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას 4 ელჩიდან სამი ესწრება, რომლებიც საქართველოში მსახურობდნენ. ნამდვილად დროა, ვისაუბროთ მიღწევებზე, რომელიც ერთად გვქონდა და დავსახოთ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის, ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე, აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის ელჩი, ასევე მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები და ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics