უსუფაშვილი: სერიოზულად არ იქნა აღქმული, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები
„შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როდესაც სერიოზულად არ იქნა აღქმული ის თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.