19:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 12:02:05, 367 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია

იუსტიციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მიიღო. უკრაინის სამთავრობო დელეგაციას მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ანა ონიშჩენკო ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის გამოცდილების გაზიარების შესახებ ისაუბრეს. განსახილველ საკითხებს შორის  ევროკავშირთან ინტეგრაციისა და იუსტიციის სახლების კონცეფციის გაცნობა იყო.

დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდნენ, სადაც იქ არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. უკრაინის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს, ასევე, პრემიერის აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დელეგაცია საქართველოში 8 მარტამდე დარჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics