14:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:07:44, 377 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მხრივ მაქსიმუმს გავაკეთებთ

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მხრივ მაქსიმუმს გავაკეთებთ,-ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მღებრიშვილის უწყება მივლინებების შემცირებას აპირებს.
"ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მხრივ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ შორის მივლინების თანხებიც იქნება შემცირებული. მაქსიმალურად ეფექტურად შევაცმირებთ ხარჯებს",-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრო რეკომენდაციით გამოვიდა, , რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი მინიმუმამდე დაიყვანონ, არ შეიძინონ  რბილი ავეჯი, შეზღუდონ  სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მინიმუმადე დაიყვანონ მივლინებები და სასწავლო შვებულებები  მხოლოდ გადაუდებელი   აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ანალოგიური სურთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც სთხოვონ,  რომლებიც მთავრობის კონტროლ ქვეშ არ არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics