სინაის ნახევარკუნძულზე დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 8 ეგვიპტელი სამხედრო გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობზე მორიგი ვადით კენჭისყრაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ შულცმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ქაშმირში დასახლებულ პუნქტებსა და სამგზავრო ავტობუსებს ინდოეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ხელისუფლება ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლებამ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, საჯარო სამსახურიდან 15 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერაყის სამხედრო საჰაერო ძალებმა ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ("ინფორმაციის მინისტრი") გარდაიცვალა, - ამის შესახევ ინფორმაციას უცხოური მედია იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More