00:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 11:19:07, 2533 ნახვა

მსოფლიო
ანდერძის თანახმად, ფიდელ კასტროს კრემაცია დღეს გაიმართება

კუბის რევოლუციის ლიდერის და ყოფილ მმართველის ფიდელ კასტროს კრემაცია დღეს გაიმართება. ამის შესახებ კუბის მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ კასტრომ, ტელემიმართვისას განაცხადა.

"ჩემი უფროსი ძმის ნება იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი კრემაცია მომხდარიყო. ანდერძის შესრულება შაბათს დავგეგმეთ", - აღნიშნა კუბის მოქმედმა პრეზიდენტმა.

ამასთან რაულ კასტრომ, თქვა რომ ფიდელი პარასკევს საღამოს მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რევოლუციონერი კასტრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საბჭოს და კუბის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამასთან, რევოლუციური სამხედრო ძალების მთავარსარდალი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976—2008 წლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics