00:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 15:46:58, 2321 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთის სამხედრო ძალებმა ქაშმირში დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს - გარდაცვლილია 11 ადამიანი

ქაშმირში დასახლებულ პუნქტებსა და სამგზავრო ავტობუსებს ინდოეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ხელისუფლება ავრცელებს.

როგორც პაკისტანის მხარე აცხადებს, მათ ინდოეთის არმიის პოზიციებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

თავის მხრივ ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პირველმა პაკისტანმა დაარღვია.

ცნობისთვის, ვითარება ქაშმირში 4 თვის წინ გამწვავდა. 8 ივლისს ინდოელმა სამხედროებმა ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებების ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, რასაც მასობრივი არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამუ და ქაშმირი ინდოეთის ერთადერთი შტატია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. ის არის სადავო ქაშმირის რეგიონის ნაწილი, რომლის გამოც კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის 1947 წლიდან გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics