05:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მერიის გადაწყვეტილებით, მოხალისეებმა სამუშაოები შეაჩერეს

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში, სადაც რისკის ზონაა მოხალისეების მუშაობა შეჩერებულია. 

 

ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ზოოპარკის ტერიტორიაზე გვიან ღამით კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

 

თინა ხიდაშელმა სტიქიის ზონა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. 

 

ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდა

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დედაქალაქის მასშტაბით პატრულირება მთელი ღამის განმავლობაში განახორციელა.

 

ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება, - ამის შესახეხბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

 

საპატრიარქო სტიქიით დაზარალებულებს 100 000 ლარს, ერთ-ერთ ოჯახს კი, ბინას გადასცემს

თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდისთვის საქართველოს საპატრიარქო 100 000 ლარს გადარიცხავს და ყველაზე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, გადასცემს სამოთახიან ბინას, რომელიც მრევლმა საქართველოს საპატრიარქოს ახლახანს შესწირა.

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და CLDP-ის მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის სემინარი იმართება
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი მე ვიქნები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკავებას არ გეგმავს.

 

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.

 

პრემიერმა სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენები შეაჯამა

დილიდან განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ყველა დაზიანებულ უბანზე; ღამის საათებში ამინდის გაუარესებას არ გამოუწვევია პრობლემები; სტიქიის ზონაში კვლავ შეყვანილია გვარდიის დანაყოფები და მოხალისეები, - დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.

 

პატრიარქმა ბულგარეთის პრეზიდენტთან აუდიენცია გამართა

ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

 

იტალიელმა ექსპერტმა სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა

იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელმა, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდიო მარგოტინიმ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნაფეტვრებისკენ მიმავალი ტერიტორიიდან ხის მერქანი გაიტანეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნეფეტვრებისაკენ მიმავალ ტერიტორიაზე დაყრილი ხის მერქანი ადგილიდან გაიტანეს.

 

ბიძინა გიორგობიანი: არ არის საჭირო, ეს ტრაგედია ანგარიშსწორებად იქცეს

„მოსახლეობა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს“, –ამის შესახებ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამასხურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

 

ანდრეს მამიკინსმა თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს თემაზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ანდრეს მამიკინსმა თბილისში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics