07:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 20:53:03, 320 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა ბულგარეთის პრეზიდენტთან აუდიენცია გამართა

ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრისას  მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ერთმორწმუნე ორი ევროპული ქვეყნის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

როსენ პლევნელიევმა საქართველოს პატრიარქს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ბულგარეთის ურყევი მხადაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics