06:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 09:41:08, 352 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელმა სტიქიის ზონა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა.

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა.

თინათინ ხიდაშელი დეტალურად გაეცნო ქართველი სამხედრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას გაესაუბრა. სტიქიის ზონაში თავდაცვის მინისტრთან ერთად პირველი მოადგილე, დავით ებრალიძეც იმყოფებოდა. მინისტრი ზოოპარკის ტერიტორიაზე იმ ადგილზეც მივიდა, სადაც კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

„ჯერ-ჯერობით შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ყველა პრობლემა მოგვარებულია. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან დაკარგული ადამიანები, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს. შესაბამისად ძალიან სწრაფ რეჟიმში კიდევ ბევრი საქმე არის გასაკეთებელი. ამასობაში ბუნებრივია, რომ უკვე სარეაბილიტაციო ქმედებებზე უნდა გადავიდეთ. ვინაიდან დიდი ხანი ესე ვერ გაგრძელდება. უკვე უნდა დავიწყოთ მობილიზება იმისათვის, რომ მოხდეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება და არამხოლოდ მოძიების და გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებდით, ხოლო თბილისელებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ის ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელიც ქალაქმა აჩვენა, რა თქმა უნდა, იყო უპრეცედენტო და ძალიან მისასალმებელი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რის შემდეგაც ვაკე-საბურთლოს ახალი გზის დაზიანებულ მონაკვეთსა და სვანიძის ქუჩაზე მივიდა, სადაც ჯარისკაცები მუშაობენ.

გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალები სტიქიის ღამესვე ჩაერთო. ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა წყნეთისა და სვანიძის ქუჩების, ვერეს ხეობაში ზოოპარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯარების ლოგისტიკური სარდლობის  სპეციალური ტექნიკაცაა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics