02:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯანელიძე: საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო, აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს

„დღეს  საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული  შესაძლებლობებით, წარმოადგენს   ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მენაბდე: ხელისუფლებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით ფინანსური პოლიტიკა შეცვალოს

კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს.

გახარია თამბაქოს კონტროლზე: უნდა ვიყოთ წარმატებული მაგალითების რიგში, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანა აქვს.

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია იდეოლოგიურად ნეიტრალური იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასტუმრო ქორთიარდ მარიტოში მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელიც კონსტიტუციის 94-ე მუხლს ეხება კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით ისაუბრა.

გია ჟორჟოლიანი: შევეცდებით, დავარწმუნოთ კოლეგები, რომ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება აუცილებელია

პარტია სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის წევრი, ცვლილების ინიციატორი გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება აუცილებელია.

მუჰამედ ჯავად ზარიფა: ირანში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფას განცხადებით, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვარს შორის კორიდორის აშენება სამყაროს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს,.

გიორგი კვირიკაშვილი: პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქეთევან ციხელაშვილი ლავროვის ვიზიტზე: ეს არის კიდევ ერთი, მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

„ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“, - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში 18-19 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი.  

პრეზიდენტი: ჩვენ ვზეიმობთ ბოროტების დამარცხებას სიკეთისა და სიყვარულის მიერ - ქრისთე აღდგა!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. 

იენს სტოლტენბერგი: საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს

„ვაგრძელებთ გაფართოებას, მალე 29-ე წევრი გვეყოლება და ვმუშაობთ საქართველოსთან, რომელიც შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა   განაცხადა.

 

სააკაშვილი: ღარიბი პრეზიდენტი ვიყავი - როდესაც ჩემ მინისტრებს ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში, არცერთ მინისტრს ბიზნესი არ ჰქონია, - ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში, თავის თოქ-შოუ Наша Україна-ს ეთერში განაცხადა.

შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ დადგა აუცილებლობა პარტია საკონსტიტუციო კომისიას დატოვებს.

მდინარაძე ენმ-ს გადაწყვეტილებაზე: სასაცილოა კომისიის დატოვება, რადგან მან პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. 

ზიგმარ გაბრიელი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს შთამბეჭდავი პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია

„გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა", - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. 

კახი კავსაძე: გვეშველება რამე?! თუ ბერიკაშვილისნაირები ვიქნებით, გვეშველება

სახალხო არტისტის კახი კავსაძეს განცხადებით, მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება უზარმაზარ სევდას მოიცავს.

გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება

„ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული   მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ  ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან  ბაზარი სტაბილური ხდება,  შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics