|
2017-04-18 13:40:42, 1805 ნახვა
კომენტარი
მენაბდე: ხელისუფლებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით ფინანსური პოლიტიკა შეცვალოს
კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლი ამოღებული უნდა იყოს. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ ეს პოზიცია უმცირესობაშია. „ეს აუცილებლად არ ნიშნავს გადასახადების აწევას, თუ მოქმედ მთავრობას არ სურს შეცვლოს სოციალური საგადასახადო და ფინანსური პოლიტიკა, ეს ამას არ განახორციელებს, მაგრამ ცხადია ეს ვერ შეუქმნის საფრთხეს ინვესტორებს, ვერ შექმნის შიშებს, ვინაიდან ამგვარი რეგულირება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის. შესაბამისად, არც ერთ ქვეყანაში არაა მიბმული კანონმდებლობა და კონსტიტუციური სისტემა ინვესტორების განწყობებზე და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ირაციონალურ შიშებზე. ფინანსურ პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით შეცვალოს ეს პოლიტიკა“,-აღნიშნა მენაბდემ. ცნობისთვის, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში", საზოგადოების კვლევის ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კონფერენციას - ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლო და ეფექტური სახელმწიფო" მართავს. აღნიშნული ღონისძიება შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს. საკონსტიტუციო კომისიაში, აღნიშნული ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით, შესულია ორი ინიციატივა: პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" და საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ვაკო ნაცვლიშვილის. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან არსებული გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ამავე ჩანაწერის თანახმად, ეს შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე. პარტიის, ,,სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისთვის", საკონსტიტუციო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საგადასახადო განაკვეთები, სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ დისკუსია წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური სივრცის მთავარ განსახილველ საკითხს, საქართველოში ეს დისკუსია კონსტიტუციურად აკრძალულია. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი არსებითად ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სტრატეგია და აზიანებს ინსტიტუციურ დემოკრატიას. მათივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი უპრეცედენტოა და მას ანალოგი სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში არ გააჩნია. კონფერენციაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)