დიმიტრი ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების და საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარანტი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას შეეხებოდა.