15:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ნილს სკოტი: სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის ერთიანობა, რაც Birja Mafia-ს საქმეზე საზოგადოებამ გამოხატა

საქართველოში გაერო-ს ელჩმა ნილს სკოტმა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერა დადებითად შეაფასა. 

დავით მათიკაშვილი: ვცდილობთ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან კარგი და სწორი რეგულაციები შევქმნათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც შემუშავების პროცესშია.

მათიკაშვილი Birja Mafia-ზე: თუ სადმე ნარკოტიკის ჩადება დღეს კიდევ ხდება, უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სანამ Birja Mafia-ს წევრების სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არავის შეუძლია თქმა, ჩაუდეს თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალება.

მათიკაშვილი: პოლიცია დღეს ფეხზე მყარად დგას, შსს-ში ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავთ

„პოლიცია დგას თავის ფეხზე მყარად და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, ხელმძღვანელობის კუთხით რაიმე ცვლილება შევიდეს შსს-ს სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე შს მინისტრის შესაძლო გადადგომის საჭიროებას ეხებოდა.

ხულორდავა: ლიტვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი მიიღო

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ლიტვის საგარეო ურთიერთობათა და ევროპის საქმეთა კომიტეტებმა  საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი  მიიღეს.

ირაკლი კობახიძე: ზაზა ფაჩულიას გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა

„NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს ! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაზა ფაჩულიას გამარჯვებას.

წულუკიანი: გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, სახელმწიფო ინსტიტუტის გაშარჟებასაც გულისხმობს
ქებურიას დედა: ბედნიერი ვარ ჩემი გიორგის, მიშკას და ყველა იმ ადამიანის გამო, ვისთანაც სამართალი იზეიმებს

„ბედნიერი ვარ ჩემი გიორგის, მიშკას გამო და ყველა იმ ადამიანის გამო, ვისთანაც სამართალი იზეიმებს“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს  თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრის გიორგი ქებურიას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.

Birja Mafia-ს წევრი: ბერასთან შეხება მქონდა, ერთხელ ვართ შეხვედრილი

მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, გიორგი ქებურიას განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურად ჯიბეში ჩადება არ მომხდარა, თუმცა აღნიშნული საბუთებში გააფორმეს.

ჯანელიძე: მთავრობა რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებს ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებს ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება.

რეპერი „მასტერი“ პოლიციელის როლის შემსრულებელზე ზეწოლას არ გამორიცხავს

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“, არ გამორიცხავს, რომ პოლიციელის როლის შემსრულებლის, გიორგი გაგუას მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყო.

მიხეილ მგალობლიშვილი: ნარკოტიკი იმან ჩამიდო, ვინც კლიპში გავაკრიტიკე

„დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდში დამიდგა და სირცხვილი მათ ვინც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება სცადა“, - ამის შესახებ  პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წიქარიშვილი: პროკურატურის ნაბიჯზე იმ ხალხმა იმოქმედა, ვინც Birja Mafia-ს წევრების დაკავება გააპროტესტა

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ერთ-ერთი წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, პროკურატურის ნაბიჯზე იმ ხალხმა იმოქმედა, ვინც რუსთაველზე დადგა და ამ ადამიანების დაკავება გააპროტესტა.

პროკურორი: მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც Birja Mafia-ს წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ

ჯგუფ Birja Mafia-ს საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ პოლიციელების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მუსიკოსების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

Bijra Mafia-ს წევრი პოლიციელის როლის შემსრულებელს: ნუ გეშინია, ქვეყანაში აღარ ბნელა

„ეს ალბათ უმეცრობის გამო მოუვიდა, რადგან ადამიანი რომელიც იძახის, არ ვიცოდი რაში ვიძახდი მონაწილეობას“ არის მსახიობი, კავეენი აქვს ნათამაშები და სასცენო ხელოვნების და ვიდეოს არსს ხვდება. მე მას მინდა ვუთხრა, ნუ გეშინია“, - ასე გამოეხმაურა Bijra Mafias-s წევრი აკაკი ჭანტურიძე კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის განცხადებას.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ მგალობლიშვილს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვლება

მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატის კახა ცნობილაძის შეფასებით, სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვლის.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics