|
2017-06-13 10:50:25, 1937 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ზაზა ფაჩულიას გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა
„NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს ! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაზა ფაჩულიას გამარჯვებას. კობახიძის განცხადებით, ფაჩულია არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა დ ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა. „NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა თავის გუნდთან ერთად! ზაზა ყოველთვის იყო და არის ბრძოლის, თავდადებისა და თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ, მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა. ის არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა. ზაზა არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი და გულშემატკივრის სიყვარული არის მთავარი! თავისი კარიერით და საქმიანობით ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის ბეჭედი გადაეცეთ“,-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)