|
2017-06-12 14:43:49, 1994 ნახვა
კომენტარი
წიქარიშვილი: პროკურატურის ნაბიჯზე იმ ხალხმა იმოქმედა, ვინც Birja Mafia-ს წევრების დაკავება გააპროტესტა
მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ერთ-ერთი წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, პროკურატურის ნაბიჯზე იმ ხალხმა იმოქმედა, ვინც რუსთაველზე დადგა და ამ ადამიანების დაკავება გააპროტესტა. წიკარიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკა ჰუმანური უნდა გახდეს. „ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება თავიდანვე უნდა მიეღოთ. ნარკოლპოლიტიკა უნდა გახდეს ჰუმანური. ჩვენ აქციაზე ვამბობდით, რომ აუცილებელია საპოლიციო რეფორმა და იმედია, ასეც იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერას ან კალაძის გამხმაურებამ იმოქმედა ამ ხალხის გათავისუფლებაზე, პირდაპირ ვამბობ არც ამას განოვრიცხავ, მაგრამ ჩემი აზრით, იმ ხალხმა იმოქმედა პროკურატურის ამ ნაბიჯზე, ვინც - რუსთაველზე დადგა და გააპროტესტა ამ ადამიანების დაკავება“,- აღნიშნა წიქარიშვილმა. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიხეილ მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)