22:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 16:26:52, 1988 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

დღესვე ვენეციის კომისიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გააცნო.  ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო - ეროვნულ  კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს.

ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას მთავარი ყურადღება ბონუსების სისტემის მიუღებლობაზე გაამახვილა და ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ნატო-ს ექსპერტების ჩართულობით ჩამოყალიბებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხის გათვალისწინებაზე და პარლამენტის ზედა პალატის შექმნაზე, როგორც დამაბალანსებელ მექანიზმზე. ანა დოლიძემ ასევე ისაუბრა იუსტიციის საბჭოს ჩაკეტილ, კორპორატიულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეზე.

ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი, გაწონასწორების მექანიზმები. კომისია ურჩევს ქართულ მხარეს, ჩამოაყალიბოს ორპალატიანი პარლამენტი - შეიქმნას სენატი, იმისათვის, რომ მან დააბალანსოს ძლიერი, ქვედა პალატა.

კომისიის აზრით, თუ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი დარჩება ცვლილებებში, მაშინ პრეზიდენტი აირჩიოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც.

 პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რადგან კომისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა გადის სასამართლო სივრციდან, მაშინ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს მოსამართლეები. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რადგან პრეზიდენტი, ახლი სქემის მიხედვით, ნეიტრალური არბიტრი იქნება.

კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, არ უნდა იყოს ბონუსების სისტემა და თუ  ბონუსების სისტემა მაინც დარჩება, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს საარჩევნო ბარიერის 2-3 % დაწევის საკითხი.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics