პრემიერი ენერგეტიკის სამინისტროს: თქვენი შიდა საუბრები არ უნდა გახდეს საჯარო, მოსახლეობას ტყუილად ნუ ძაბავთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.