20:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 16:42:38, 334 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ირანის გენერალურ კონსულს აჰმად რეზა არზჯანის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქ. ბათუმში აჰმად რეზა არზჯანის შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კონსულის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით  გაიმართა.

 არჩილ ხაბაძემ და აჰმად რეზა არზჯანიმ ირანისა და აჭარის ერთობლივად განხორციელებული პროგრამები და პროექტები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო ირანისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას.

აჰმად რეზა არზჯანი დიპლომატიურ მისიას აჭარაში 2010 წლიდან ასრულებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პერიოდიდან ირანთან თანამშრომლობით აჭარაში განხორციელდა პროექტები ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობისა სფეროებში.

„შეხვედრაზე შევაჯამეთ განვლილი 3 წელი. აღვნიშნეთ, რომ ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის მანძილზე და დაწყებულია გარკვეული პროექტის განხორციელება. ასევე, შეხვედრისას შევეხეთ რეგიონებს შორის ურთიერთობას. მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება ახლო მომავალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ირანის რომელიმე რეგიონთან დამეგობრება. ახალ კონსულთან გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას და დაწყებულ საქმიანობას. ბატონი კონსულის მოღვაწეობა და ჩვენი ურთიერთობა პოზიტიური გახლდათ“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„40 წლიანი პაუზის შემდეგ, 4 წლის წინ, მოხდა საკონსულოს აღდგენა. მას შემდეგ  ვმოღვაწეობ აჭარაში და ჩემი მისია დასრულებულია. სწორედ ამიტომ ბატონ არჩილს გამოსამშვიდობებლად შევხვდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა ვითარდება და ღრმავდება“, - აღნიშნა აჰმად რეზა არზჯანიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics